გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დღეს კრწანისის
ტყე-პარკში, ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის პრეზენტაციას წარადგენს.
მინისტრი დამსწრე საზოგადოებას გააცნობს პროგრამის ფარგლებში შექმნილი ველური ბუნების სააგენტოს ძირითად ფუნქციებს. ღონისძიების დასასრულს, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ადგილობრივი იშვიათი ფრინველის „კოლხური ხოხბის“ ბუნებაში გაშვება მოხდება.
