ავტოსადგურებზე რიგების გამო მოსახლეობას რეგიონებისაკენ გადაადგილება უჭირს
ავტოსადგურებზე რიგების გამო მოსახლეობას რეგიონებისაკენ გადაადგილება უჭირს
17:20 26.04.2019
აღდგომის დღესასწაულის მოახლოების გამო ავტოსადგურებზე რიგებია. მოსახლეობას რეგიონებისაკენ გადაადგილება უჭირს.

მგზავრთა ერთი ნაწილი გადაადგილების გაძნელებას სატრანსპორტო საშუალებების სიმცირით ხსნის.

სხვათა აზრით, სამგზავრო საშუალებებით გადაადგილება ფასების მატების გამო ძნელდება.

მძღოლების თქმით, სამგზავრო ფასების გაზრდა საწვავის ფასის ზრდამ გამოიწვია.


ბეჭდვა