პარასპორტსმენმა ნინო საბაშვილმა მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
პარასპორტსმენმა ნინო საბაშვილმა მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
16:29 26.04.2019
უნგრეთის ქალაქ ედერში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში ქართველმა პარასპორტსმენმა, ნინო საბაშვილმა,  შესანიშნავად იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ტურნირი წოლჭიმში იმართება.

საბაშვილმა 67 წონით კატეგორიაში 40 კილოგრამი ჩათვალა და მძაფრ კონკურენციაში მეორე ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს თასზე კიდევ სამი ქართველი იასპარეზებს.

28 აპრილს მძიმე წონაში იაგო გორგოძე, გიორგი ლაცაბიძე და აკაკი ჯინჭარაძე შეეცდებიან მედლების მოპოვებას.
ბეჭდვა