საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული
სამხედროების გიორგი და გელა რომელაშვილების ოჯახს ესტუმრნენ.
პრემიერ-მინისტრმა რომელაშვილების ოჯახს საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დაღუპულთა ოჯახები ყოველთვის სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ იქნებიან.
პრემიერმა თავდაცვის სამინისტროს ახალ კონცეფციაზე ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სახელმწიფოს მხრიდან სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებზე ტოტალური ზრუნვაა. კონცეფცია ძალაში 2013 წლიდან შევა.
მერაბიშვილის განცხადებით, გორში ერთ-ერთ ქუჩას ძმები რომელაშვილების სახელი მიენიჭება.
ლეიტენანტი გიორგი და კაპრალი გელა რომელაშვილები გორის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდნენ. რომელაშვილები 2008 წლის 9 აგვისტოს დაიღუპნენ. მათ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი აქვთ მინიჭებული, ასევე, მიღებული აქვთ მედლები „სამშობლოსათვის თავდადებული" და „მხედრული მამაცობისთვის".
