Dapp - თიბისი დაზღვევის აპლიკაცია, რომლითაც დამატებითი შემოსავლის მიღება შეგიძლია
Dapp - თიბისი დაზღვევის აპლიკაცია, რომლითაც დამატებითი შემოსავლის მიღება შეგიძლია
16:08 25.04.2019
"Dapp" დაპი თიბისი დაზღვევის mobile აპლიკაციაა, მისი დახმარებით შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად გამოიმუშავო დამატებითი შემოსავალი.

როგორ მუშაობს?

თუ შენს სამეგობროში ან სანაცნობოში ვინმეს მანქანის ან სახლის დაზღვევა სურს, dapp-ის დახმარებით შეგიძლია მისი საკონტაქტო ინფორმაცია თიბისი დაზღვევაში გააგზავნო.

უფრო კონკრეტულად:

აპლიკაციაში უნდა შეიყვანო დაინტერესებული პირის ტელეფონის და პირადი ნომერი და მას თიბისი დაზღვევის მენეჯერები ავტომატურად დაუკავშირდებიან. Dapp - ის საშუალებით ასევე შეგიძლია, თვალი ადევნო შენ მიერ შევსებული საკონტაქტო პირის დაზღვევის მიმდინარე სტატუსს.

საიდან გადმოვწერო DAPP?

აპლიკაციის გადმოწერა app/play store-დან არის შესაძლებელი.

დეტალებს აპლიკაციის შესახებ გაეცანი თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე.
ბეჭდვა