მართლმადიდებელი ეკლესია დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს
10:06 25.04.2019
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს.

09:00 საათიდან სამების ტაძარში წირვა მიმდინარეობს.

დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ.

სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა.

დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ. „თორმეტი სახარება“ ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება.
ბეჭდვა