სააღდგომო ძღვენი საქართველოს პატიმრებს
სააღდგომო ძღვენი საქართველოს პატიმრებს
15:02 24.04.2019
საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის „გუდვილი“ სააღდგომო პასკასა და წითელ კვერცხს თხუთმეტივე პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე კვირის შაბათიდან შეიტანს.



სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ამ გადაწყვეტილებას და პატიმრების სახელით მადლობას უხდის კომპანიას მსგავსი ძღვენისათვის, მით უმეტეს, რომ წარსულში სააღდგომოდ მუდამ არსებობდა პასკისა და წითელი კვერცხის ყველა პატიმრისათვის მიწოდების პრობლემა.



აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 9 907 თავისუფლებააღკვეთილი პირია, რომელთაგან 7 928 მსჯავრდებულია.
ბეჭდვა