პოლონური ავიაკომპანია Enter Air ვარშავასა და ბათუმს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს
პოლონური ავიაკომპანია Enter Air ვარშავასა და ბათუმს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს
11:09 23.04.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პოლონურ ავიაკომპანია "Enter Air"-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა მიანიჭა.

ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე "Enter Air" ფრენებს 4 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში შეასრულებს.

ფრენები ყოველ ოთხშაბათს, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

სულ ჩარტერული ავიაკომპანიის მიერ 18 რეისის შესრულებაა დაგეგმილი.
ბეჭდვა