საქართველოს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე „იმერეთი“, 13.20 საათზე მომხდარი ავარიის გამო, დღეს ქვეყნის ენერგომომარაგებაში პრობლემები შეიქმნა.
ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, სისტემური ავარია 20 წუთში აღმოიფხვრა და ამ დროისთვის ყველა აგრეგატი სრული დატვირთვით მუშაობს.
მინისტრის თქმით, ქვეყნის ელექტროსისტემაში სარემონტო სამუშაოები ხორციელდება, რაც ზამთრის პერიოდისათვის მზადებას უკავშირდება.
დედაქალაქში ძაბვის ვარდნის გამო, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გათიშული იყო მეტროპოლიტენი.
