თბილისის „მეტროპოლიტენმა“ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში აღადგინა.
მეტროში მოძრაობის შეფერხების მიზეზი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მომხდარი ავარია იყო, რისი მიზეზებიც ამ დროისთვის კვლავ უცნობია.
დაახლოებით 13.35 საათზე მომხდარი ავარიის გამო, დედაქალაქსა და რეგიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
„მეტროპოლიტენის“ და სხვა ობიექტების მუშაობა, თითქმის, ერთი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო.
ამ დროისთვის დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.
როგორც „ნიუსპრესს“ „მეტროპოლიტენის“ პრესსამსახურში განუცხადეს,
მეტროს მუშაობა ძაბვის მიწოდებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგა.
მომხდარის გამო, მეტროში რაიმე ექსცესს ადგილი არ ქონია.
