„მეტროპოლიტენი“ ჯერ კიდევ არ მუშაობს
„მეტროპოლიტენი“ ჯერ კიდევ არ მუშაობს
14:50 09.08.2012
თბილისის „მეტროპოლიტენი“ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მომხდარი ავარიის გამო, ამ ეტაპზე ჯერ ისევ არ მუშაობს.
ელექტროსისტემაში მომხდარი ავარიის მიზეზები ამ დროისთვის კვლავ უცნობია.
დაახლოებით 13.35 საათზე მომხდარი ავარიის გამო, დედაქალაქსა და რეგიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
„მეტროპოლიტენის“ და სხვა ობიექტების მუშაობა, თითქმის, ერთი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო.
ამ დროისთვის დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.
როგორც „ნიუსპრესს“ „მეტროპოლიტენის“ პრესსამსახურში აცნობეს, მეტროპოლიტენის მუშაობა ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი. სათადარიგო ავტომატური კვების რეჟიმის საშუალებით გვირაბში დარჩენილი მატარებლები და მგზავრები სადგურებამდე გაყვანილია.
თბილისის მეტროს მუშაობა ძაბვის მიწოდებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ბეჭდვა