ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში კვებითი ინტოქსციკაციის დიაგნოზით 10 არასრულწლოვანი,
უცხო ქვეყნის მოქალაქე მკურნალობს.
ექიმ-პედიატრ მზია გერგედავას განცხადებით, ათივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ უახლოეს საათებში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.
ბავშვები უკრაინის მოქალაქემ შემოიყვანა საქართველოში და მათ საბუთები წესრიგში აქვთ.
