პედაგოგთა სასერტიფიკაციო და საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების აპელაცია დაიწყო
პედაგოგთა სასერტიფიკაციო და საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების აპელაცია დაიწყო
13:09 09.08.2012
პედაგოგთა სასერტიფიკაციო და საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების აპელაციის პროცესი დღეს დაიწყო.
როგორც განათლების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მადლენა ხელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, პედაგოგთა სასერტიფიკაციო და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილე კანდიდატებს 9-14 აგვისტოს, ნებისმიერი ტესტური დავალების შეფასების გასაჩივრება შეუძლიათ.
„კონკურსანტის ნაცვლად, საპრეტენზიო განაცხადის შეტანა შეუძლია პირს, რომელიც სათანადო წესით დამოწმებულ მინდობილობას წარმოადგენს“ - აღნიშნა ხელაშვილმა.
მისივე თქმით, ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასური 50 ლარია.
„აპლიკანტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეფასება შეეცვლებათ, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ. საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში, მათ გამოცდების ეროვნულ ცენტრს ამის შესახებ განცხადებით უნდა მიმართონ“ - აღნიშნა ცენტრის დირექტორის მოადილემ.
სააპელაციო განაცხადები თბილისში - ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში, ხოლო რეგიონებში - ყველა საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში ყოველდღე, კვირის გარდა 10.00-დან - 18.00 საათამდე მიიღება.



ბეჭდვა