გურამ ჩახვაძე - ქართული სახელმწიფოს სიძლიერის და განვითარების საფუძველი განათლებული საზოგადოებაა
გურამ ჩახვაძე - ქართული სახელმწიფოს სიძლიერის და განვითარების საფუძველი განათლებული საზოგადოებაა
12:46 09.08.2012
ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, სიძლიერისა და განვითარების საფუძველი განათლებული საზოგადოებაა.
ამის შესახებ დღეს, „დედაენის ძეგლთან“ გამართულ ბრიფინგზე „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ვერც რუსეთი და ვერც სხვა არაკეთილმოსურნე, საქართველოს ვერ დაამარცხებს, თუ ქვეყანას საკუთარი საქმის კარგად მცოდნე, პროფესიონალი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტი თაობა ეყოლება.
„სახელმწიფომ ყველა ახალგაზრდა უნდა უზრუნველყოს ხელმისაწვდომი განათლებით. სწავლის საფასურის პრობლემა კი, უნდა გადაიჭრას, როგორც სასწავლო გრანტების გამოყოფით ისე უპროცენტო სასწავლო კრედიტების გაცემით, რასაც ახალგაზრდა დიპლომის აღებისა და დასაქმების შემდეგ გადაიხდის“ - განაცხადა ჩახვაძემ.
მისი თქმით, განათლების მაღალი ხარისიხი კვალიფიციური და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პედაგოგების გარეშე წარმოუდგენელია. მისივე თქმით, პედაგოგის პროფესია ქვეყანაში პრესტიჟული უნდა გახდეს.
დეპუტატის შეფასებით, ამის მისაღწევად აუცილებელია პედაგოგების მაღალი ხელფასით უზრუნველყოფა და მათი შრომითი უფლებების დაცვა.

ბეჭდვა