დედაქალაქში დაავადებული და გამხმარი ფიჭვების სანაცვლოდ ახალი და ჯანსაღი ხე-მცენარეების დარგვა დაიწყო
დედაქალაქში დაავადებული და გამხმარი ფიჭვების სანაცვლოდ ახალი და ჯანსაღი ხე-მცენარეების დარგვა დაიწყო
15:52 17.04.2019
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, დაავადებული და გამხმარი ფიჭვების გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე ახალი, ჯანსაღი ხეების დარგვა დაიწყო.

ხეების დარგვა ამ ეტაპზე კარტოზია-ცინცაძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯამში 60 ძირი, 4 მეტრზე მაღალი უნაყოფო თუთა დაირგვება.

გასულ წელს, სანიტარიული ჭრების ფარგლებში მოჭრილი ფიჭვების ნაცვლად ახალი და ჯანსაღი ხეები აღმაშენებლის გამზირზე, ყაზბეგის გამზირზე და დიდუბის ხიდთან დაირგო.
სამუშაოებს თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.


ბეჭდვა