დიდუბეში გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა მიმდინარეობს
დიდუბეში გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა მიმდინარეობს
17:13 16.04.2019
დიდუბის რაიონში, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის სამუშაოები მიმდინარეობს. დიღმის მასივის I, II, III, IV და V კვარტლებში, ტერევერკოს, მიქელაძის, ლუბლიანას, ბაქრაძისა და ახმეტელის ქუჩებზე გაითიბა გამწვანებული ტერიტორიები, მცენარეები გასუფთავდა სარეველებისაგან, შემოიბარა და გაფხვიერდა ხე-მცენარეები, გაისხვლა ბუჩქები.

აღნიშნული სამუშაოები, მთელი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად ყველა მისამართზე ჩატარდება.
ბეჭდვა