დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩას და გამზირს დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ელექტროენერგია 10-დან 14 საათამდე „საქსოფლმშენის“ დასახლებას გაეთიშება.
ენერგომომარაგება 10-დან 16 საათამდე აგლაძის, გუდაუთისა და სტანისლავსკის ქუჩებს, გლდანის VI მიკრორაიონს, მიქატაძის და ხერგიანის ქუჩებს, გულუას, გორგასლის და დიდი ხეივნის ქუჩებს შეუწყდება.
10-დან 17 საათამდე კი, შუქი გურამიშვილის გამზირის ნაწილს, ნინოშვილის, კონსტიტუციის, წინამძღვრიშვილისა და კლდიაშვილის ქუჩებს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილს, არბოშიკის, იალბუზისა და ლუსინიანის ქუჩებს გაეთიშება.
10-დან 18 საათამდე ელექტორენერგიის მიწოდება საბურთალოსა და ცინცაძის ქუჩებს, ზემო და ქვემო ფონიჭალის, გეოლოგების დასახლებას, რუსთავის გზატკეცილს, ჟორდანიას, მარნეულის, ღოღობერიძის, სურგულაძისა და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
ამავე საათებში შეზღუდვა ზაქარაიას, კონდოლის, ჩოდრიშვილისა და სამღერეთის ქუჩებსაც შეეხება.
10-დან 18 საათამდე შუქი ფურცელაძის, ფხოვის, ჭანტურიას, ათონელისა და თაბუკაშვილის ქუჩებს გაეთიშება.
11-დან 12 საათამდე ელექტროენერგია აღმაშენებლის ხეივანის მე-13 კილომეტრს, ხოლო 11-დან 15 საათამდე სოფელ ტაბახმელას ნაწილს არ მიეწოდება.
