მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრიორიტეტები იმისთვის, რომ ქართული ენა არ ჩამორჩეს განვითარების ტემპებს
მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრიორიტეტები იმისთვის, რომ ქართული ენა არ ჩამორჩეს განვითარების ტემპებს
17:14 14.04.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძემ დღეს თსუში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნას დაესწრო და ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ეს არის ღირსშესანიშნავი თარიღი ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრიორიტეტები განსაზღვრული ქართული ენისთვის, რომელიც გულისხმობს მის უფრო მეტად პოპულარიზაციას, უფრო მეტად განმტკიცებას და, რაც მთავარია, იმას, რომ ის არ ჩამორჩეს განვითარების ტემპებს", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ქართული ენა - ეს არის ძალიან დიდი სიმდიდრე. ეს არის დიდი საგანძური, რომელსაც სჭირდება გაფრთხილება და რომელსაც სჭირდება განმტკიცება.


ბეჭდვა