ჩემპიონატის დახურვის ცერემონიაზე ლაშა ტალახაძე საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა
ჩემპიონატის დახურვის ცერემონიაზე ლაშა ტალახაძე საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა
12:57 14.04.2019
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის დახურვის ცერემონია გაიმართა.

ორგანიზატორებმა სტუმრებს ქართული ფოლკლორი გააცნეს.

დახურვის ცერემონიაზე მამაკაცთა შორის წლის საუკეთესო გუნდად საქართველოს ნაკრები, წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად კი ლაშა ტალახაძე დასახელდა.

6-დან 13 აპრილის ჩათვლით ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს ბათუმის სპორტის სასახლე მასპინძლობდა.

ჩემპიონატის ბოლო დღეს +109 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი გახდა და სამგზის რეკორდთან ერთად სამი ოქროს მედალიც მოიპოვა.




ბეჭდვა