ოზურგეთის რაიონში ხანძრის შედეგად 30 ჰექტარი ფართობის ტყე დაიწვა
ოზურგეთის რაიონში ხანძრის შედეგად 30 ჰექტარი ფართობის ტყე დაიწვა
12:13 14.04.2019
შემოქმედი-გომის საზღვარზე ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყეში გაჩენილი ხანძარი ამ დროისათვის უვკე ლიკვიდირებულია.

დამწვარია ეკალ-ბარდი და ტყის ქვედა საფარი - 30 ჰა ფართობი.

რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო ტექნიკასთან ერთად მუშაობდა 70 მეხანძრე-მაშველი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
ბეჭდვა