ლევან ნიკოლეიშვილი ლაშა ტალახაძეზე: ეს ვაჟკკაცი, ქართველი სპორტსმენი, მსოფლიოს უძლიერესი ათლეტია უკვე მერამდენედ
ლევან ნიკოლეიშვილი ლაშა ტალახაძეზე: ეს ვაჟკკაცი, ქართველი სპორტსმენი, მსოფლიოს უძლიერესი ათლეტია უკვე მერამდენედ
11:10 14.04.2019
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გუშინდელ მოვლენებს ეხმიანება:

"დღეს ორმა ამბავმა მიიქცია ყურადღება: ფილარმონიაში შეკრებილმა საზოგადოებამ რომელიც ითხოვდა ხელისუფლების გასტუმრებას ისე რომ სააკაშვილიც არ დაბრუნდეს, თან არანაირი პროგრამაც არა აქვთ...
თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს ბევრმა ადამიანმა ეს შეხვედრა დაბნეულგაურკველმა დატოვა. ასეთი უცნაური პოლიტიკური ამბები ჩვეთან თუ მოხდება მხოლოდ".

"მეორე მოვლენა, მართლაც მნიშვნელოვანი- ლაშა ტალხაძის კიდევ ახალი მსოფლიო რეკორდი! ეს ვაჟკკაცი, ქართველი სპორტსმენი, მსოფლიოს უძლიერესი ათლეტია უკვე მერამდენედ! წესით ქუჩაში უნდა გამოვდიოდეთ როგორც 13 მაისს თბილისის დინამოს ცნობილი გამარჯვების შემდეგ", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი
ბეჭდვა