"თბილსერვის ჯგუფმა" დღეს აღმოსავლეთის მიმართულებით დედაქალაქის შესასვლელი-გასასვლელი
დაასუფთავა.
ასევე თბილისის შემოვლითი გზის 15-კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდა დაიწყო.
თბილისის შემოვლითი გზისა და მიმდებარე ფერდობების გაწმენდის სამუშაოები კვირის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.
