თბილისის მერიასთან 14:00 საათზე აქცია გაიმართება
თბილისის მერიასთან 14:00 საათზე აქცია გაიმართება
11:26 12.04.2019
"მწვანე კლუბი" დღეს, 12 აპრილს, თბილისის მერიის შენობასთან აქციას გამართავს, რომელზეც დედაქალაქის ხელმძღვანელ პირებს რამდენიმე მოთხოვნას წაუყენებენ.

აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ აქტივისტებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:
  • ავტოტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგება
  • გაუმართავი ავტომანანების საკითხის დარეგულირება
  • ეფექტური რეგულაციების შემოღება
  • ეფექტური რეფორმა, რომელიც შეეხება ტაქსებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ეკოლოგიური საფრთხის გამომწვევ ყველა სხვა ფაქტორს.
აქციის ორგანიზატორები ასევე მოითხოვენ თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზებას, რომელშიც ახალგაზრდები ჩაერთვებიან.

ბეჭდვა