დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს
22:14 11.04.2019
დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. ამ ეტაპზე, სამუშაოები დიღმის მასივის მეორე, მესამე და მეოთხე კვარტლებში მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დიღმის მასივის მე-3კვარტლის მე-6 კორპუსისა და მე-4 კვარტლის მე-2 და 22-ე კორპუსების დამაკავშირებელ მონაკვეთზე კონტრაქტორმა კომპანიამ გზის დაზიანებული საფარი მოხსნა და ასფალტის საფარის დაგების სამუშაოებს ახორციელებს.

ამასთან, ტროტუარისა და სამანქანო გზის გარკვეული მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს დიღმის მასივის მეორე კვარტალში, მდინარე დიღმურას მიმდებარედ და ახმეტელის ქუჩაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.

დიდუბის გამგეობამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დისევის ქუჩის N5-ში, დიღმის მასივის მე-4 კვარტლის პირველ ა კორპუსთან, აკაკი წერეთლის გამზირის N88 და N69-73-ში, ასევე, 155-ე საჯარო და „მწვანე სკოლებთან“ უკვე დაასრულა.10 578 კვ.მ ფართობზე, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე, ასფალტის საფარი მოწესრიგდა.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები - „ბი ემ სი“ და „დრო“ ახორციელებენ.

ბეჭდვა