ტაქსის მძღოლების აქცია დასრულდა
ტაქსის მძღოლების აქცია დასრულდა
18:22 11.04.2019
ტაქსის მძღოლების აქცია დასრულდა. როგორც აქციის მონაწილის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, დასახავენ სამოქმედო გეგმებს და ამის შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

აქცია დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ორგანიზებით გაიმართა. აქციის მონაწილეები აღმაშენებლის ხეივნიდან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მსვლელობით მივიდნენ და ტაქსების რეფორმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ახალი რეგულაციების გადავადება ან სრულად გაუქმებაა. კერძოდ, საუბარია ავტომანქანების თეთრად გადაღებვაზე ან ავტომობილზე თეთრი ფირის გადაკვრაზე. აქციის მონაწილეების თქმით, ფირის გადაკვრა დააზიანებს ავტომობილს.
ბეჭდვა