"თბილსერვის ჯგუფმა" დედაქალაქის დასავლეთითა და აღმოსავლეთით მდებარე ცენტრალური გზებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება დაიწყო
"თბილსერვის ჯგუფმა" დედაქალაქის დასავლეთითა და აღმოსავლეთით მდებარე ცენტრალური გზებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება დაიწყო
14:45 11.04.2019
„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის შესასვლელისა და გასასვლელის დასუფთავება დაიწყო.

დასუფთავების აქცია დასავლეთის მხარეს დღეს დასრულდება, ხოლო აღმოსავლეთის მიმართულებით მომდევნო დღეებში დაიწყება.

დღევანდელ აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ 40-მდე თანამშრომელია ჩართული და ადგილზე, ასევე, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.

მიმდინარე სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით ხორციელდება, ასევე, მერის დავალებით განხორციელდა კვირის დასაწყისში ვერეს ხეობის ფერდობების დასუფთავება.



ბეჭდვა