2019 წლის საუკეთესო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გამოვლინდება
2019 წლის საუკეთესო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გამოვლინდება
12:26 11.04.2019
12 აპრილს, 14:00 საათზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, წლის საუკეთესო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გამოვლინდება.

კონკურსის სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიის მიერ შერჩეული იქნა 5 საუკეთესო მონაწილე. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიო.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს. ასევე დაგეგმილია კონკურსი „წლის დაუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის“. გამარჯვებულებს სპეციალური ჯილდო, ტიხრული მინანქრის ვერცხლის გულსაბნევი და სპონსორთა მიერ დაწესებული პრიზები გადაეცემათ.

პროექტის მხარდამჭერია: სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, კომპანია „Ici Paris” და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
ბეჭდვა