11 აპრილს, 15:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
ღია კარის დღეზე ცენტრის წარმომადგენლები აბიტურიენტებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
აბიტურიენტებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებსაც და პირადად მათგან მიიღონ ინფორმაცია გამოცდის შინაარსობრივ თუ პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით.
ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გორში, ახალციხეში, ახალქალაქში, თელავსა და მარნეულში უკვე გაიმართა. ღია კარის დღეები მთელი წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება.
18 აპრილიდან, ყოველ ხუთშაბათს, კვირაში ერთხელ ცენტრის Facebook-ის გვერდზე აბიტურიენტების დასმულ კითხვებს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები უპასუხებენ.
