ჯიხანჯირში ენერგოეფექტური, მცირეკონტიგენტიანი სკოლა შენდება
ჯიხანჯირში ენერგოეფექტური, მცირეკონტიგენტიანი სკოლა შენდება
16:33 10.04.2019
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსთან, ლევან ჩხაიძესთან და თანაშემწე თორნიკე ტიკაძესთან ერთად ჯიხანჯირში მშენებარე მცირეკონტიგენტიანი სკოლა მოინახულა.

ენერგოეფექტური, ადაპტირებული სკოლა 20-25 მოსწავლეზეა გათვლილი. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „L- Georgia” ახორციელებს. სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის გაიხსნება
ბეჭდვა