600 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის სამტრედიის ქუჩის მონაკვეთზე დღეს მომხდარი ავარიის გამო, წერეთლის გამზირისა და მიმდებარე ქუჩების წყალმომარაგება შეწყდა.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, მაგისტრალური წყალდენის დაზიანებულ მონაკვეთზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
ავარიის გამო, ხვალ 08:00 საათამდე წყალი სამტრედიის, ბაღის, მირცხულავას, ელიავას, წყალტუბოსა და დგებუაძის ქუჩებს, ასევე, წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებს შეუწყდა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, გათიშულ აბონენტებს წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
