​საქართველოს პრეზიდენტი ილია მეორესთან ერთან 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
​საქართველოს პრეზიდენტი ილია მეორესთან ერთან 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
14:44 09.04.2019
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

პარლამენტთან მდებარე მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან ერთად მივიდა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 30 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა არმიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია. შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ასობით ადამიანი დაშავდა და გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წელს კი, 9 აპრილი “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ” გამოცხადდა.
ბეჭდვა