თბილისის 6 ქუჩას 9 აპრილს დაღუპული ქალების სახელები მიენიჭა
თბილისის 6 ქუჩას 9 აპრილს დაღუპული ქალების სახელები მიენიჭა
12:16 09.04.2019
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ დედაქალაქის ექვს ქუჩას 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 ქალის სახელი მიანიჭა.

განხილვას დაღუპულთა ოჯახის წევრები, საკრებულოს დეპუტატები, „9 აპრილის საზოგადოების“ წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

მზია ჯინჭარაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, მანანა ლოლაძე, ელისო ჭიპაშვილი და თამარ მამულაშვილი - ჩუღურეთის რაიონში ექვს უსახელო ქუჩას სწორედ მათი სახელები დაერქვა.

საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებასთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოში მალე 21 გმირის სახელობის ქუჩა იარსებებს.
ბეჭდვა