ირმა ზავარდაშვილი: არცერთ სახლში დღეს მოქალაქეები არ გაათენებენ
ირმა ზავარდაშვილი: არცერთ სახლში დღეს მოქალაქეები არ გაათენებენ
17:13 07.04.2019
დიღმის მასივში დღეს ძლიერი აფეთქება მოხდა. ამასთან დაკავშირებით დიდუბის რაიონის გამგებელმა კომენტარი გააკეთა.

ირმა ზავარდაშვილის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს დაზარალებული მოსახლეობის აღრიცხვა. 

"არცერთ სახლში დღეს მოქალაქეები არ გაათენებენ", - აღნიშნა ზავარდაშვილმა.

დიდუბის რაიონის გამგებლის თქმით, კორპუსის მაცხოვრებლებს ღამის გასათევით მერია უზრუნველყოფს. მოგვიანებით კი დაზარალებულთათვის ბინის ქირას დაფარვაზე რაიონის გამგეობა იზრუნებს.
ბეჭდვა