ჯანდაცვის მინისტრი ჭიათურიდან დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება.
დავით სერგეენკოს თქმით, უბედური შემთხვევის შედეგად 8 ადამიანმა მიიღო დაზიანება.
"ისინი განაწილებულები არიან კლინიკებში. ორმა მათგანმა მიიღო ამბულატორიული მომსახურება და გაეწერენ. ორის მდგომარეობა საყურადღებოა. კრიტიკული მდგომარეობა არცერთ შემთხევვეში არ არის", - აღნიშნა მინისტრმა.
სერგეენკოს თქმით, მიმდინარეობს შემოწმება და ინსპექტირება გაზზე მომუშავე ხელსაწყოებისა.
