დედაქალაქის მერი ტაქსის მძღოლების პროტესტს ეხმაურება
დედაქალაქის მერი ტაქსის მძღოლების პროტესტს ეხმაურება
12:02 07.04.2019
კახა კალაძის აზრით, ტაქსის მძღოლები, რომლებიც ახალ რეგულაციას აპროტესტებენ მანქანების გადაღებვასთან დაკავშირებით, შეცდომაში ლეიბორისტულ პარტიას შეჰყავს.

თბილისის მერის თქმით, ტაქსის მძღოლების უკმაყოფილების მიზეზი გაუგებარია.

შეგახსენებთ, რომ ტაქსის მძღოლების ნაწილმა საპროტესტო აქციები ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად დააანონსა. მათთვის ავტომობილების თეთრად გადაღებვის რეგულაციაა მიუღებელი.

"რასაც ეს ადამიანები სოციალურ და ფინანსურ დატვირთვას უკავშირებდნენ, არაფერი არ არის მსგავსი. გადაღებვის ხარჯებს რას შეეხება, მათ არცერთი თეთრი არ აქვთ გადასახდელი. თუ გადაღებვაა პრობლემა, შეგვიძლია გადავაკრათ", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.


ბეჭდვა