დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, ელექტროენერგია 10-დან 13
საათამდე თემქის III მიკრორაიონის III და V კვარტალს, თემქის XI მიკრორაიონის I და II კვარტალს და რომელაშვილის ქუჩას შეეზღუდება.
შეზღუდვა 10-დან 14 საათამდე ზიჩის, ზუბალაშვილების, აბაკელიას, შევჩენკოსა და ბესიკის ქუჩებს, ხოლო 10-დან 17 საათამდე ჩარგლის ქუჩას შეეხება.
ენერგომომარაგება 10-დან 18 საათამდე ქეთევან წამებულის, ფაღავას, ლაგოდეხის, ირბახისა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩებს, ქინძმარაულის ქუჩას, ლილოს დასახლების და ლილოს V კვარტალს შეუწყდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ელექტროენერგია სააკაძის, ასპინძის, ახალი არსენალის და ბერიაშვილის ქუჩებს, გორგასლის ქუჩას, დაბა წყნეთს, დავით აღმაშენებლისა და ფიროსმანის ქუჩებს არ მიეწოდება.
10-დან 18 საათამდე შუქი ასევე, ზაქრაძის, დადიანის, ლელაშვილის, მეუნარგიასა და ლალიონის ქუჩებს, გლდანის მასივის VII მიკრორაიონს, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებს გაეთიშება.
ამავე საათებში ენერგომომარაგება აგლაძის, ყიფიანის და გაფრინდაულის ქუჩებს, ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ქეთევან წამებულის, ფაღავას, ლაგოდეხის, ირბახის, დოდაშვილისა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩებს შეეზღდება.
