ზარზმისა და აწყურის ხატები ხელოვნების მუზეუმიდან ვერ გაიტანეს
ზარზმისა და აწყურის ხატები ხელოვნების მუზეუმიდან ვერ გაიტანეს
21:14 07.08.2012
ზარზმისა და აწყურის ხატები ხელოვნების მუზეუმში რჩება.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან  დღეს ორი ხატის - ზარზმის ღვთისმშობლისა და აწყურის ხატების გატანას დაცვის პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ანჩისხატის მომლოცველთა კრებულის ხელმძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ ხატების ადგილიდან დაძვრა დაუშვებელია.
„ხატების გატანა დაუშვებელია. სიწმინდეები მხოლოდ მას შემდეგ არ გაიტანეს, რაც ბავშვები კარში დაჩოქილები დადგნენ“ - განაცხადა ნანობაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, სიწმინდეების გადატანა ახალციხის რაბათის ციხეში იგეგმებოდა, რასაც მოქალაქეებისა და თანამშრომლების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

ბეჭდვა