ხვალ თიბისი არტ გალერეაში ჯორჯ კატსტალერის გამოფენა გაიხსნება
ხვალ თიბისი არტ გალერეაში ჯორჯ კატსტალერის გამოფენა გაიხსნება
12:42 04.04.2019
5 აპრილს, 18:00, საათზე თიბისი არტ გალერეაში ავსტრიელი ფოტოხელოვანის, ჯორჯ კატსტალერის გამოფენა - „საქართველოზე ფიქრით“ გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი 18 ფოტონამუშევარი იმ დიდი ციკლის ნაწილია, რომელზეც ავსტრიელი ფოტოგრაფი სამი წელი მუშაობდა.

გამოფენის მხარდამჭერები არიან: ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და ფოტოფესტივალი „ქოლგა, თბილისი, ფოტო“.
ბეჭდვა