შსს კობი-გუდაურის მიმართულებით გადაადგილებასთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს
შსს კობი-გუდაურის მიმართულებით გადაადგილებასთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს
11:00 04.04.2019
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, (97-ე კილომეტრიდან 107 კილომეტრამდე) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით აიკრძალა.

"მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბეჭდვა