მარტვილში სახანძრო მანქანა გადაბრუნდა
მარტვილში სახანძრო მანქანა გადაბრუნდა
17:01 03.04.2019
მარტვილში, სოფელ ბანძასთან სენაკის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო ავტომობილი გადაბრუნდა.
სახანძრო მანქანა მარტვილის მონასტერში ხანძრის ჩაქრობის შემდეგ დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მძღოლი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ავტომანქანაში მყოფ მაშვლებს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
ბეჭდვა