მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარია
მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარია
14:23 03.04.2019
მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარია. ცეცხლი მონასტრის კელიაში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი 200 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. მეხანძრე-მაშველები ამ ეტაპზე ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბეჭდვა