საბავშვო ბაგა-ბაღებში აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით კახა კალაძე კომენტარს
აკეთებს.
დედაქალაქის მერის თქმით, მსგავს შემთხვევებში თბილისის მერია შესაბამის ზომებს ყოველთვის იღებს.
"რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად განხორციელდება ყველა ზომა, როგორც სხვა შემთხვევებში" , - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ არასწორი პროდუქტები არ შევიდეს საბავშვო ბაღებში და არა მხოლოდ საბავშვო ბაღებში.
ამ დროისათვის უცნობია, როდის განახლდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში რძის პროდუქტების მიწოდება. გავრცელებული ინფორმაციით, შპს "ნილმა" ახალი კონტრაქტორები უნდა მოიძიოს.
