ცხადაია ნახევარფინალში უნგრელ მეტოქესთან ორთაბრძოლაში დამარცხდა
ცხადაია ნახევარფინალში უნგრელ მეტოქესთან ორთაბრძოლაში დამარცხდა
18:48 07.08.2012
ლონდონის საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოასპარეზე მანუჩარ ცხადაია ნახევარფინალში  უნგრელ ტამაშ ლორინჩთან ორთაბრძოლაში დამარცხდა.
ცხადაია ლონდონის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებზე დღეს კიდევ ორი ქართველი ისაპარეზებს.
მძიმეწონოსანი მძლეოსანი ირაკლი თურმანიძე თბილისის დროით 22:00 საათზე ეცდება წარმატების მოპოვებას, ხოლო სიგრძეზე მხტომელი მაია გოგოლაძე - 22:05 საათზე გამოვა მოედანზე.

ბეჭდვა