საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 6 აპრილს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრება.
ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ცერემონიას ბათუმში, საქართველოში სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის ფარგლებში დაესწრება.
ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში ბათუმის ახალ, მულტიფუნქციურ სპორტის სასახლეში გაიმართება. ჩემპიონატზე 400-მდე სპორტსმენი იასპარეზებს.
