"უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეთა შესახებ" კანონი ძალაში ხვალიდან შევა
"უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეთა შესახებ" კანონი ძალაში ხვალიდან შევა
18:47 29.02.2012
საქართველოს პარლამენის მიერ 2011 წლის ნოემბერში მიღებული კანონი "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" ძალაში ხვალიდან შევა.

აღნიშნულთან დაკავშირებით დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია და სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გაბრიელაშვილი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს კონსულტაციებს გაუწევენ.მ
შეხვედრა რუსთავის იუსტიციის სახლში იგეგმება. საუბარი სეეხება იმ საკითხს, თუ რა პროცედურებია საჭირო თანამემამულის მოწმობის მისაღებად.

კანონპროექტი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოამზადა. იგი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განსაზღვრას და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საკითხებს არეგულირებს.

კანონის შესაბამისად, თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეებს გარკვეული პრივილეგიები მიენიჭებათ. ისინი შეძლებენ განსაზღვრული ვადით იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილნი იქნებიან სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ ზოგადი და უმაღლესი განათლება საქართველოში და სხვა.

ბეჭდვა