განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას
განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას
17:31 01.04.2019
განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას ითვალისწინებს. კანონპროექტს ექვსმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგი წავიდა.

როგორც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, აუცილებელია მხარდაჭერა იმ მოცემულობაზე, რომ ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციასთან უფრო შესაბამისი გახდეს ზოგადი განათლების შესახებ კანონი.

მისივე თქმით, აღნიშნულ ინიციატივაზე შესაძლოა, დამატებითი დისკუსიები გაიმართოს.

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელეს, რომლის გათვალისწინებით, კანონიდან ამოღებული უნდა იყოს სიტყვა „ლიბერალური”. ცვლილებების ავტორები განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი და წევრი ნუკრი ქანთარია არიან. დღეს მოქმედი კანონის მე-3 მუხლი ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს და კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ამ მუხლით განსაზღვრული მიზნები „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება.
ბეჭდვა