ლონდონის საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოასპარეზე მანუჩარ ცხადაიამ ასპარეზობის პირველი
ეტაპი წარმატებით დაიწყო.ცხადაია ოლიმპიადაზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის. მან შვეიცარიელ სპორტსმენს პასაჟ ტრებელს ორივე პერიოდში დამაჯერებლად სძლია.
ქართველი ფალავანი შემდეგ ეტაპზე ეგვიპტელ და ეკვადორელ სპორტსმენს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
დღესვე 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი სოსო ჯაბიძე იასპარეზებს.
