ჭიათურაში საბაგიროს მშენებლობისას მუშა გარდაიცვალა.
მომხდარს ადასტურებს ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელი, გივი მოდებაძე.
მისი თქმით, მუშის გარდაცვალების მიზეზი დენის დარტყმა იყო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ის განცხადებით, გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
