ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის
მხარდაჭერით, დუბლინში ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა.
კულტურული პროგრამის "ფრანკოფონიის თვე" ფარგლებში, ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმის "შემთხვევითი პაემნები" ჩვენება ქართული კინოს პოპულარიზაციას ემსახურებოდა.
ღონისძიებას დუბლინში მდებარე ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრმა"Alliance Française" უმასპინძლა.
ფილმის ჩვენებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ფილმის სიუჟეტისა და საერთაშორისო კინოფესტივალებზე მრავალგზის მიღწეული წარმატების შესახებ.
ფილმმა "შემთხვევითი პაემნები" ირლანდიელი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
