თბილისის მეტროპოლიტენი ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ „ახმეტელის თეატრის“
მიმართულებით მატარებლების მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხდა.
სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, შეფერხება დაბალმა ძაბვამ გამოიწვია. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი არ იყო, თუმცა, ძაბვა ვაგონების გადაადგილებას ვერ უზრუნველყოფდა.
მატარებლები მოსახლეობას მხოლოდ „სადგურის მოედნამდე“ ემსახურებოდნენ.
სატრანსპორტო კომპანიაში არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რამ გამოიწვია მეტროპოლიტენში ძაბვის ვარდნა.
